მსოფლიოში უკვე ადმინისტრირებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 6 მილიარდზე მეტი დოზა. ვაქცინირებული ადამიანებისგან დაბადებულ ბავშვებში თანდაყოლილი დეფექტების სიხშირის პოტენციური ზრდის ნიშნები არ დაფიქსირებულა. თანდაყოლილი მანკი შეიძლება განვითარდეს იმის მიუხედავად, არის თუ არა მომავალი დედა აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც გლობალურად იქნა შეყვანილი COVID-19 ვაქცინების მილიარდობით დოზა, დიდია იმის შანსი, რომ ასეთი იშვიათი მოვლენა დაემთხვეს ვაქცინაციას.
ორსული ქალები COVID-19-ით მძიმე ავადმყოფობის მაღალი რისკის ქვეშ არიან. COVID-19-ით დაავადებასთან დაკავშირებული რისკი ბევრად აღემატება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნებისმიერ პოტენციურ რისკს, მათ შორის ორსულობის დროს.