ბავშვებში COVID-19-ის ტვირთი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ზრდასრულებში; COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების აბსოლუტური უმრავლესობა ზრდასრულ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში მოხდა. ამ მიზეზების გამო, ზრდასრული მოსახლეობისათვის განკუთვნილი ვაქცინების შემუშავება პრიორიტეტს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ზრდასრული მოსახლეობისათვის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, კლინიკური კვლევები თანდათან გაფართოვდა ახალგაზრდებისა და ბავშვების მასშტაბით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესამოწმებლად მცირეწლოვან ბავშვებში, კლინიკურმა კვლევებმა შესაბამისი მკაცრი პროცესი გაიარა და მოთხოვნილ იქნა იგივე სტანდარტების დაკმაყოფილება ისეთი მსგავსი ვაქცინების მსგავსად, როგორიცაა პოლიომიელიტი ან წითელა.
ბავშვებისთვის შექმნილი კლინიკური კვლევები და ბავშვებში ტესტირებადი ფარმაცევტული პროდუქტები ერთადერთი გზაა ამ უნიკალური პოპულაციისთვის ასაკისთვის შესაბამისი, მეცნიერულად გამოცდილი ვაქცინებისა და მკურნალობის შემუშავებისთვის.