ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ეფექტური და უნდა იქნეს უზრუნველყოფილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, მისი სიმწვავისა და გამომწვევი მიზეზების დამოუკიდებლად. ვაქცინაცია რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ისეთი დაავადებები როგორიცაა ციროზი ან ღვიძლის დეკომპენსაცია, ჰეპატობილიარული სიმსივნე და ღვიძლის გადანერგვის მომლოდინე ადამიანები.
ადამიანები ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ხშირია მათი COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური მკურნალობის, ინტუბაციის და/ან ვენტილაციის და სიკვდილიანობის შემთხვევები. დაავადების ასეთი მაღალი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამო, მნიშვნელოვანია ღვიძლის ქრონიკული დაავადებების პაციენტები, მათი ახლო კონტაქტებისა და ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რაიმე ნეგატიურ გავლენას ღვიძლის ქრონიკული დაავადების პაციენტებში.
არსებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აგრძელებენ ძლიერ დაცვას დაავადებისა და აღმოჩენილი ვარიანტების მწვავე განვითარებისა და სიკვდილისგან. შესაბამისად, ძირითადი ვაქცინაცია და დამატებითი დოზების ადმინისტრირება კვლავ რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებში.
სამედიცინო თვალსაზრისით სტაბილური ღვიძლის ქრონიკული დაავადების პაციენტების, რომლებიც B და C ჰეპატიტს მკურნალობენ ანტივირუსული თერაპიით ან სხვა თერაპიით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.
ღვიძლის ქრონიკული დაავადების პაციენტები იქნებიან მეტად დაცულები COVID-19 და ინფლუენზას (გრიპის) დაავადებისგან იმ შემთხვევაში თუ მოხდება მათი ვაქცინაცია COVID-19-ისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, როგორც კი ეს შესაძლებელია.
რეკომენდირებულია იმ ინდივიდების ვაქცინაცია, რომელთაც უკვე გადაიტანეს COVID-19, რადგან ბუნებრივად შეძენილი იმუნიტეტისა და ვაქცინაციით გამყარებული იმუნიტეტის კომბინაციას მეტად შეუძლია დაიცვას ისინი რეინფიცირებისაგან.