ორსულობის დროს COVID-19 ინფექციის არსებობა ზრდის მძიმე ავადმყოფობისა და ორსულობის გართულებების შანსს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებული ორსულები ნაკლებად ავადდებიან COVID-19-ით. ამიტომ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ ქალებისთვის, რომლებიც ორსულად არიან, ახლა ცდილობენ დაორსულდნენ ან რომლებიც შეიძლება მომავალში დაორსულდნენ, რათა მოხდეს მათი დაცვა COVID-19-ისგან. ვაქცინაცია ასევე რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ.
ჩვილებს აქვთ COVID-19-ის სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკი, მწვავე რესპირატორული უკმარისობის ჩათვლით. ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უახლესი კვლევები ვარაუდობს SARS-CoV-2-სპეციფიკური ანტისხეულების ტრანსპლაცენტური გადაცემის შესაძლებლობას დედიდან შვილზე. ისევე როგორც სხვა ვაქცინით პრევენციული დაავადებების შემთხვევაში, დედის იმუნიზაციამ შეიძლება უზრუნველყოს ჩვილების დაცვა COVID-19-ისგან, განსაკუთრებით სიცოცხლის მაღალი რისკის პირველი 6 თვის განმავლობაში, პასიური ტრანსპლაცენტური ანტისხეულების გადაცემის გზით.
ჯამში, კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს COVID-19 ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებას, როგორც ორსულ ქალებში, ასევე მათ ჩვილებში.