კვლევებმა არ აჩვენა ორსულობის ან ახალშობილის გართულებების გაზრდილი შანსი, როგორიცაა მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა (ორსულობის 37 კვირამდე), მოსალოდნელზე მცირე ზომის ბავშვების დაბადება, დაბალი აპგარის ქულები, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიღება ან ახალშობილთა სიკვდილი, როდესაც COVID- 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება ორსულობის ნებისმიერ დროს. ამ კვლევებში მონაწილე ქალების უმრავლესობამ მიიღო mRNA ვაქცინები (Moderna/Spikevax® ან Pfizer/Comirnaty®).