ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის მქონე პირი, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებით, მეტი ალბათობით, უფრო მძიმედ ავადდება COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ამჟამინდელი ვაქცინები კვლავ ძლიერ დაცვას უზრუნველყოფენ მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან, დღემდე გამოვლენილი ვირუსის ყველა ვარიანტის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ყველა შესაბამის პირებში, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ადამიანებში, პირველადი ვაქცინაციის სერიით და დამატებითი დოზებით მაღალი მოცვის მიღწევა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პირებმა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში, უნდა მიიღონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მიმართეთ ექიმს ინდივიდუალურ გარემოებებთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით კონკრეტული რჩევების მისაღებად.