ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყველა ნაყოფს თანდაყოლილი დეფექტის 3-5%-იანი ალბათობა აქვს. ამას ქვია ფონური რისკი. ხელმისაწვდომმა კვლევებმა არ დაადგინა დაბადების დეფექტების გაზრდილი შანსი, როდესაც ორსული ქალი იღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინას პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. მზარდი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ შესაძლებელია სარგებელი მოუტანოს როგორც დედას, ასევე მის შვილს. მტკიცებულება ასევე აჩვენებს, რომ ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ აზიანებს ნაყოფს და რომ ორსულობამდე ვაქცინაცია არ ამცირებს ქალის ნაყოფიერებას. ვაქცინაცია არის დამცავი და ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე COVID-19-ის ინფექცია.