ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის მქონე პირი, მათ შორის დიაბეტის, მეტი ალბათობით, უფრო მძიმედ ავადდება COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ამჟამინდელი ვაქცინები კვლავ ძლიერ დაცვას უზრუნველყოფენ მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან, დღემდე გამოვლენილი ვირუსის ყველა ვარიანტის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება მაღალი რისკის ჯგუფებში, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად ადამიანებში, პირველადი ვაქცინაციის სერიით და დამატებითი დოზებით მაღალი მოცვის მიღწევა.
დიაბეტის მქონე პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი ვაქცინაცია შეიძლება სისხლში შაქრის დონის ზრდას იწვევდეს - სხეულს ენერგია სჭირდება იმუნური რეაქციის წარმოებისთვის, ამიტომ შეიძლება გლუკოზა (შაქარი) ჭარბად გამოჰყოს.
მიმართეთ ექიმს ინდივიდუალურ გარემოებებთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით კონკრეტული რჩევების მისაღებად.