როგორც წესი, ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) ვაქცინის პირველ დოზაზე, არ უნდა მიიღონ იგივე ვაქცინის დამატებითი დოზები.
იმის გამო, რომ ანაფილაქსიური რეაქციების მცირე რაოდენობა ასევე დაფიქსირდა ვაქცინირებულ პირებში, რომლებსაც არ ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქციების ისტორია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას მხოლოდ იმ პირობებში, სადაც არის ანაფილაქსიის დაუყოვნებელი მკურნალობის შესაძლებლობა. ვიდრე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ მეტი მონაცემი და ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ყველა აცრილი პირი უნდა დარჩეს მეთვალყურეობის ქვეშ ვაქცინის მიღებიდან მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.