ადამიანებს, რომელთაც ჭირდებათ ღვიძლის გადანერგვა ან აქვთ გადანერგილი ღვიძლი ინფიცირების შემთხვევაში უფრო მწვავედ გადააქვთ COVID-19.
ღვიძლის გადანერგვის მიმღებმა კანდიდატებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ გადანერგვის წინ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადექვატური იმუნური პასუხი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასევე რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაინერგა ღვიძლი და იღებენ იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს.
იმუნოსუპრესიული მედიკამენტების შეწყვეტა არ არის რეკომენდირებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე ან მის შემდეგ.