გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადების მქონე ზოგიერთ პირს შეიძლება იმუნური სისტემა დარღვეული ჰქონდეს ან იმუნოსუპრესიულ მკურნალობას იღებდეს. იმუნოკომპრომომეტირებული პირები COVID-19-ის შედეგად მძიმე დაავადებისა და სიკვდილის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.
ჯანმო-ს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მქონე ყველა ვაქცინა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს COVID-19-ის მძიმე დაავადებისგან და უსაფრთხოა იმუნოკომპრომეტირებული პირებისთვის.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე იმუნური პასუხი და მიღებული დაცვა იმუნოკომპრომეტირებულ პირებში შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი, როგორც დანარჩენ პოპულაციაში. ამიტომ, იმუნოკომპრომეტირებულმა პირებმა და მათმა მჭიდრო კონტაქტებმა უნდა ჩაიტარონ გაფართოებული (3-დოზის) პირველადი ვაქცინაცია, რასაც 3-6 თვის ინტერვალით პირველი და მეორე ბუსტერ დოზა მოჰყვება.