ზოგიერთ ღვიძლის ქრონიკული დაავადების პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს შესუსტებული იმუნური სისტემა ან მკურნალობის შედეგად ქონდეს დაქვეითებული იმუნიტეტი. იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები არიან COVID-19-ის ვირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალი რისკის ჯგუფში. ის ვაქცინები, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან დაცვას COVID-19-ის მწვავე განვითარებისგან და არიან რეკომენდირებული იმუნოკომპრომეტირებული ადამიანებისთვის.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შექმნილი იმუნური პასუხი და დაცვა იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში შესაძლოა არ იყოს ისეთი მაღალი, როგორიც დანარჩენ მოსახლეობაში. ამიტომაც, იმუნოკომპრომეტირებული ინდივიდების და მათი ახლო კონტაქტების ვაქცინაცია რეკომედნირებულია ვაქცინაციის სრული კურსით (3 დოზა). პირველადი ვაქცინაციის სერიას უნდა მოყვეს პირველი და მეორე ბუსტერ დოზის ადმინისტრირება 3-6 თვის ინტერვალით.
კვლევის მონაცემები არ ამყარებენ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს უწყობს ავტოიმუნური ჰეპატიტის განვითარებას.