ეს ვაქცინები უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- მძიმე ალერგიული რეაქცია (როგორიცაა ანაფილაქსია) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზაზე ან ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე.
ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე ან საინექციო პრეპარატზე დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციის ისტორია (ანუ ვაქცინები ან მედიკამენტები, რომლებიც შეყვანილია ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად ან კანქვეშ) განიხილება სიფრთხილის ფაქტორად, მაგრამ არ წარმოადგენს ვაქცინის უკუჩვენებას. რისკი უნდა შეფასდეს ალერგიული რეაქციის ტიპისა და სიმძიმის დადგენით და დამხმარე ინფორმაციის შესწავლით. ამ ადამიანების ვაქცინაცია შესაძლებელია, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებული მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკის შესახებ და რისკები უნდა შეესაბამებოდეს ვაქცინაციის სარგებელს. ასეთი პირები ვაქცინაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია ანაფილაქსიის დაუყოვნებელი მკურნალობა.
საკვებ პროდუქტზე, კონტაქტური ან სეზონური ალერგია არ საჭიროებს რაიმე სიფრთხილის ზომებს. ფლაკონის საცობები არ არის დამზადებული ბუნებრივი ლატექსისგან და ამიტომ ლატექსის ალერგია არ შედის უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების სიაში. აგრეთვე, mRNA ვაქცინები არ შეიცავს კვერცხის ცილას ან ჟელატინს და, შესაბამისად, არანაირი უკუჩვენება ან გაფრთხილება არ არის დადგენილი ამ ნივთიერებების მიმართ ალერგიული ადამიანების ვაქცინაციისას.
ალერგიის ან ოჯახის წევრებში ანაფილაქსიის ისტორიის მქონე პირებს შეუძლიათ ჩაიტარონ ვაქცინაცია.