პირები გონებრივი განვითარების შეფერხებით (I/DD) განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან COVID-19-ის მიმართ, რაც მეტად მძიმე დაავადებაში, ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალ რისკსა და თითქმის ორჯერ მაღალ ლეტალობაში გამოიხატება 18-დან 74 წლამდე ასაკის პირებში[^1].
COVID-19-ის საწინააღმდეგო ამჟამინდელი ვაქცინები კვლავ ძლიერ დაცვას უზრუნველყოფენ მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან, დღემდე გამოვლენილი ვირუსის ყველა ვარიანტის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ყველა შესაბამის პირებში, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ადამიანებში, მათ შორის პირებში გონებრივი განვითარების შეფერხებით, პირველადი ვაქცინაციის სერიით და დამატებითი დოზებით მაღალი მოცვის მიღწევა.
წყარო:
- Source: Prioritizing COVID-19 vaccinations for individuals with intellectual and developmental disabilities - eClinicalMedicine https://www.thelancet.com/journals/eclinm/article/PIIS2589-5370(21)00029-8/fulltext