ზოგადად, ეს პრაქტიკა აუცილებელია ნებისმიერი ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ ვაქცინის შემდგომ რეაქციაზე დაკვირვებისა და პირველადი დახმარების გაწევის მიზნით, თუ პირს განუვითარდება რაიმე მძიმე ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი. ანაფილაქსიური რეაქციები პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო შეიძლება იყოს, თუ გამოვლენა და მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აჩქარებულ ან ნელ პულსს, გამონაყარს კანზე, გულის წასვლას, სუნთქვის გართულებას, გულისრევასა და ღებინებას.
რეკომენდაციები დაკვირვების დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. ზოგადად, ვაქცინის მიღებისთანავე პირს უნდა მოეთხოვოს 15-30 წუთის განმავლობაში დარჩენა ჯანდაცვის დაწესებულებაში ან საზოგადოებრივი ვაქცინაციის ცენტრში, სადაც ჯანდაცვის პროფესიონალები პირველადი დახმარების გაწევას შეძლებენ დაუყოვნებლივი საჭიროების შემთხვევაში.
ზოგადად, პირველი დოზის შემდეგ მძიმე ალერგიული რეაქციის გამოვლენისას, პირმა არ უნდა მიიღოს იმავე ვაქცინის დამატებითი დოზები. გარდა ამისა, პირმა უნდა გააფრთხილოს მისი ადგილობრივი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი, თუ ვაქცინაციის შემდეგ განუვითარდა მოულოდნელი გვერდითი ან ჯანმრთელობის სხვა მოვლენები,