ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები განსხვავდება ტრადიციული ვაქცინების უმეტესობისგან იმით, რომ ისინი არ შეიცავენ ანტიგენებს, მაგრამ იყენებენ სხეულის საკუთარ უჯრედებს მათი წარმოებისთვის. ეს მიიღწევა შეცვლილი ვირუსით (ვექტორით). ვექტორის საშუალებით ანტიგენის გენეტიკური კოდი გადადის ადამიანის უჯრედებში. უჯრედები ინფიცირდებიან, რის შემდეგაც გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ანტიგენს, რომელიც შემდეგ იწვევს იმუნურ პასუხს. ვექტორული ვაქცინა ბაძავს ბუნებრივი ინფექციის პროცესს, გარკვეული პათოგენებით - განსაკუთრებით ვირუსებს. ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იწვევს ძლიერ იმუნურ პასუხს T უჯრედებიდან და აგრეთვე ანტისხეულების გამომუშავებას B უჯრედებიდან.
COVID-19-ის ვექტორული ვაქცინები იყენებენ უვნებელ, არარეპლიცირებად ვირუსს, რომელიც COVID-19-ის სპაიკცილების გენის მატარებელია. ადამიანის უჯრედში შეღწევის შემდეგ, ვექტორულ ვირუსს არ შეუძლია საკუთარი ასლების წარმოქმნა, მას არ შეუძლია გამოიწვიოს დაავადება COVID-19 და არ შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) მდებარეობს, ამგვარად, მას არ შეუძლია ჩვენი გენების შეცვლა ან მათზე ზემოქმედება.