ყველა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ჩამოთვლილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გადაუდებელი გამოყენების რეესტრში ან/და ავტორიზებულია ავტორიტეტული მარეგულირებელი ორგანოების მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის, მიღებული აქვს ყველა მარეგულირებელი ნებართვა და აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფმა უკვე გასცა რეკომენდაციები რამდენიმე ვაქცინის გამოყენების შესახებ და დამატებითი ვაქცინების შესახებ ინფორმაცია გადაიხედება უახლოეს თვეებში. ვაქცინის არჩევანზე შეიძლება გავლენა იქონიოს მცირე განსხვავებებმა კონკრეტული ვაქცინისთვის დადგენილ ზედა და ქვედა ასაკობრივ ზღვარში, სპეციფიკური ვაქცინის ტიპის მახასიათებლები და თვისებები (მაგ., mRNA, ვექტორი, ცილა, ცოცხალი შესუსტებული); ასევე თანმხლები დაავადებების არსებობა კონკრეტულ ვაქცინირებულში (როგორიცაა ალერგიული რეაქციები პოლისორბატებზე ან დასუსტებული იმუნიტეტი). ამიტომ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური რისკების შეფასება და კლინიკური შეფასება ცალკეული ვაქცინირებულისთვის, ყველაზე შესაფერისი ვაქცინის შერჩევის მიზნით.