1
ზოგადი კითხვები

როგორ მუშაობს mRNA ვაქცინები, როგორიცაა Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები?

COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები ავალებს ჩვენს უჯრედებს, დაიწყონ ვირუსის უვნებელი კომპონენტის გამომუშავება, სახელწოდებით "სპაიკცილა" (spike protein). სპაიკცილა გვხვდება ვირუსის ზედაპირზე, რომელიც იწვევს COVID-19-ს. COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები კეთდება მკლავის ზედა კუნთში. მას შემდეგ, რაც „ინსტრუქციები“ (mRNA) შედის კუნთოვან უჯრედებში, უჯრედები მათ იყენებენ ცილის შესაქმნელად. ვირუსის ცილის ნაწილაკების წარმოქმნის შემდეგ უჯრედი ანადგურებს შემოსულ mRNA-ს და ათავისუფლებს მას. შემდეგ ცილის ნაწილაკი უჯრედის ზედაპირზე გამოდის. ჩვენი იმუნური სისტემა ცნობს უცხო ცილის არსებობას და იწყებს იმუნური თავდაცვის ჩამოყალიბებას ანტისხეულების წარმოქმნით, ისევე როგორც ეს მოხდება, თუ ადამიანი ბუნებრივად დაინფიცირდება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით.

ამ პროცესის შედეგად ჩვენი ორგანიზმი სწავლობს თავის დაცვას მომავალი ინფექციისგან. mRNA ვაქცინების სარგებელი, ისევე როგორც ყველა ვაქცინის, არის ის, რომ ვაქცინირებული ადამიანები იღებენ ამ დაცვას COVID-19-ით დაავადების სერიოზული შედეგების რისკის გარეშე.

mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები ვერ იწვევენ COVID-19-ს, რადგან ასეთი ვაქცინები არ იყენებენ ცოცხალ ვირუსს, რომელიც იწვევს COVID-19-ს. ისინი აგრეთვე არ ახდენენ გავლენას და არ ურთიერთმოქმედებენ ჩვენს დნმ-თან რაიმე ფორმით.

mRNA ვაქცინები:

  • ავალებს ადამიანის უჯრედებს გამოიმუშაონ SARS-CoV-2 ცილა, რომელიც იწვევს იმუნურ პასუხს,
  • ვერ გამოიწვევს COVID-19 დაავადებას,
  • ვერ ახდენს გავლენას დნმ-ზე.
თაგები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ვაქცინაციის განმარტება - შესავალი

2:39

ვაქცინა გიცავს COVID-19-ის მძიმე შემთხვევებისგან.

1:34

რატომ ხვდებიან COVID-19-ით ინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანები საავადმყოფოში?

0:57

როგორ მოხდა ვაქცინების შემუშავება ასეთი რეკორდული სიჩქარით, ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებით?

2:29

რა არის კლინიკური კვლევები და არის თუ არა ისინი საკმარისი, ვაქცინის უსაფრთხოების დასადასტურებლად?

3:21

როგორ მუშაობს mRNA ვაქცინები, როგორიცაა Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები?

2:13

როგორ მუშაობენ ვექტორული ვაქცინები?

0:41

როგორ უნდა ვუპასუხოთ განცხადებებს, რომ mRNA ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური ცვლილება და რომ ამას უახლოეს ათწლეულებში ვიხილავთ?

2:36

როგორ მუშაობენ ცილაზე დაფუძნებული ვაქცინები?

3:44

როგორ გავიგო, COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინა ავირჩიო ან რეკომენდაცია გავუწიო?

0:45

რა ანალიზები და გამოკვლევები უნდა ჩატარდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე?

0:57

შეიძლება თუ არა SARS-CoV-2 ვირუსის ახალმა ვარიანტმა გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადება?

1:40

რატომ უნდა მოხდეს ხანდაზმული ადამიანების ვაქცინაცია?

1:33

იქნება თუ არა ვაქცინაცია საჭირო COVID-19-ის ენდემურობის შემთხვევაში?

1:01

არის საჭირო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში 15-30 წუთის განმავლობაში დარჩენა?

1:42

შესაძლებელია COVID-19-ით ინფიცირება სამედიცინო დაწესებულებაში იმუნიზაციის მიზნით ვიზიტის დროს?

1:12

რას წარმოადგენს COVID-19-ის საწინააღმდეგო ეგრეთ წოდებული ბივალენტური ბუსტერ ვაქცინები?

5:07

როგორია განახლებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ბივალენტური ბუსტერ ვაქცინების გამოყენების რეკომენდაცია?

2:15

როგორ მუშაობს განახლებული ბივალენტური COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები?

1:52
სარჩევი