თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ხართ აცრილი, შესაძლოა მაინც დაინფიცირდეთ, მაგრამ დაავადების მძიმე ფორმებში განვითარების ან სიკვდილის შანსი ძალიან მცირეა.
ავტომანქანის მართვის დროს, სერიოზული დაზიანების მიღების რისკი სიჩქარის მატებასთან ერთად იზრდება. COVID-19-ის შემთხვევაში, მწვავე დაავადების განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.
თუ არ აიცრებით, არ ნიშნავს რომ აუცილებლად დაინფიცირდებით COVID-19-ით ან ავადმყოფობა განვითარდება მწვავედ ან სულაც დასრულდება ფატალურად. ასევეა ავტომანქანის მართვის დროსაც - თუ ღვედის გარეშე მოძრაობთ, შესაძლოა არ მოხვდეთ ავტო საგზაო შემთხვევაში ან არ მიიღოთ დაზიანება.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ მოხვდით ავტოსაგზაო შემთხვევაში? ღვედი 100%-ით ვერ დაგიცავთ, თუმცა ის მნიშვნელოვნად შემცირდება სერიოზული დაზიანების რისკი ავტო საგზაო შემთხვევის დროს.
ღვედის მსგავსად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები 100%-ით ვერ დაგიცავთ, თუმცა მნიშვნელოვნად მცირდება COVID-19-ის გამწვავების რისკი. ღვედის და ვაქცინაციის მიზანი ერთია: შეამციროს რისკი და დაგიცვათ.