mRNA ვაქცინა შეჰყავთ ადამიანის უჯრედებში, რომლებიც შემდეგ აწარმოებენ ვირუსის ცილის ასლებს. ეს იწვევს ჩვენს ორგანიზმში იმუნურ პასუხს. ეს იმუნური პასუხი, რომელიც გამოხატულია ანტისხეულების წარმოებაში, გვიცავს ინფექციისგან, როდესაც ჩვენს ორგანიზმში ნამდვილი ვირუსი შედის.
რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები უსაფრთხოა: მათი წარმოებისთვის საჭიროა არა ვირუსი, არამედ მხოლოდ მისი გენეტიკური მასალა. ასეთი ვაქცინები ასწავლის ჩვენს უჯრედებს ცილის, ან თუნდაც ცილის მხოლოდ ნაწილის გამომუშავებას, რაც იწვევს ჩვენს ორგანიზმში იმუნურ პასუხს. mRNA ვაქცინები ვერ იმოქმედებს ადამიანის გენეტიკურ სისტემაზე, ეს არის სწორედ ის კითხვა, რომელიც იწვევს შეშფოთებას ბევრ ადამიანში. ადამიანებს არ გააჩნიათ რნმ-ის დნმ-ად გადაქცევის მექანიზმი. mRNA არასოდეს შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა). უჯრედი იშლება და თავისუფლდება mRNA-სგან მისი ინსტრუქციის გამოყენებისთანავე.
mRNA-ს სწრაფი და მასშტაბური წარმოება მოკლე დროში, ვაქცინის დოზების დიდი რაოდენობით წარმოების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ასეთი ვაქცინები ხელსაყრელია პანდემიის პირობებში ვაქცინის სწრაფი განვითარებისა და საჭირო მოცულობის მისაღებად.
mRNA არის ვაქცინების ახალი პლატფორმა, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ნაკლებად უსაფრთხოდ შეიძლება მივიჩნიოთ, შედარებით რომელიმე სხვა პლატფორმასთან. თეორიული თვალსაზრისით, ასეთი პლატფორმა შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო, ვიდრე სხვა არსებული პლატფორმები, მაგალითად, დასუსტებული ვირუსების შემცველი ვაქცინები (რადგან mRNA ვაქცინებში არ არსებობს შესუსტებული პათოგენის სახიფათო ფორმაში დაბრუნების რისკი), ან ვირუსულ ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები (მსგავსი ვაქცინებისაგან განსხვავებით, mRNA ვაქცინა არ შეიცავს დამატებით დამხმარე ნივთიერებებს/იმუნოსტიმულატორებს, რამაც შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ვირუსული ცილების დენატურაცია).
mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები:
- ასწავლის ჩვენს უჯრედებს ცილის ნაწილის დამზადებას,
- უჯრედი მალევე ათავისუფლებს mRNA-ს,
- არ შეუძლია ჩარევა ადამიანის გენეტიკურ სისტემაში.