გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გვერდზე “COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ვაქცინაციის განმარტება”, საინფორმაციო საიტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ, რომელიც შემუშავებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის (WHO) სანტიაგო-დე-კომპოსტელას პარტნიორი ცენტრის მიერ ვაქცინების უსაფრთხოების საკითხებში.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია და ისინი წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ამ პანდემიის წინააღმდეგ. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ინფიცირების შესამცირებლად და კონტროლის სხვა მექანიზმები, ვაქცინებთან ერთად საშუალებას მოგვცემენ თანდათანობით აღვადგინოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება.
ამ ვებგვერდის მიზანია, აამაღლოს ჩვენი საერთო ცოდნა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის, მათი განვითარების, მახასიათებლების, კლინიკური გამოყენების ან სხვა შესაბამისი საკითხების შესახებ. ჩვენ გპირდებით, რომ გაგიზიარებთ სანდო და განახლებულ ინფორმაციას და ვუპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.
ყველა პასუხი მოცემულია მოკლე ვიდეოების, პოდკასტებისა და ტექსტის სახით, სხვადასხვა ენაზე, როგორც თავდაპირველად ჩაწერილი, ასევე სუბტიტრებით. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, ხელახლა გამოიყენოთ ან გაავრცელოთ ყველა ეს მასალა, თქვენი შეხედულების მიხედით.
ჩვენი პასუხები ეფუძნება უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ამჟამინდელ რეკომენდაციებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცოდნა ძალიან სწრაფად ვითარდება და რომ ახალი კითხვები მუდმივად გაჩნდება. ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პლატფორმამ შემოგთავაზოთ მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან და ვაქცინაციასთან, ისევე როგორც ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც დაგვეხმარება, რომ ეს რესურსი თქვენთვის უფრო სასარგებლო გავხადოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინსტრუმენტი იქნება თქვენთვის საინტერესო და ხელს შეუწყობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის როლის, მათი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას.