COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანი, ვაქცინირებულიც და არავაქცინირებულიც, შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში. თუ კი ქვეყანაში ბევრი ადამიანია ვაქცინირებული, ეს ნიშნავს რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა სტატისტიკაში ვაქცინირებულებიც იქნებიან. თუმცა, ასეთ დროს, საავადმყოფოში მოხვედრილთა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალია.
იგივეა ღვედების შემთხვევაშიც. ავტომანქანის მართვის დროს, მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც, თითქმის ყველას უკეთია ღვედი. საბედნიეროდ, ღვედი ამცირებს სერიოზული დაზიანების მიღების რისკს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ევროპის რეგიონში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.