ტერმინი “ენდემური” აღწერს დაავადებას, რომელიც რეგულარულად არის აღმოჩენილი კონკრეტულ ადამიანთა შორის ან გარკვეულ არეალებში. ტერმინი არ განმარტავს, თუ რამდენად მომაკვდინებელი ან ხშირია დაავადება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ვიცით, გახდება თუ არა COVID-19 ენდემური, ან იქნება თუ არა ვაქცინაცია საჭირო გრძელვადიანი პერსპექტივით.
გლობალურად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი რეაგირების სისტემის შექმნა, რომელიც მუდამ მზად იქნება COVID-19-ის გავლენის შესამცირებლად ვაქცინების, თერაპიული საშუალებებისა და სხვა პრევენციული ზომების ეფექტური გამოყენების გზით.